არჩევნები 2021

სუბარი კალაძეზე: როგორი ლეგენდაც იყო ფეხბურთში, ისეთივე კვალს დატოვებს, როგორც თბილისის მერი

მერობის კანდიდატებზე არანაირ განცხადებებს ჯერჯერობით არ ვაკეთებთ, როცა დასახელების დრო დადგება, ყველა გაიგებს, წინასწარ ამას არ ვიტყვით, ბუნებრივია, მაგრამ კახა კალაძესთან დაკავშირებით ნებისმიერი სპეკულაცია მართლა სპეკულაციაა და თან სრულიად უადგილო სპეკულაცია, იმიტომ, რომ კახა კალაძე იყო, არის და იქნება ჩვენი გუნდის წევრი, ძალიან ერთგული წევრი, ძალიან მტკიცე წევრი.

მეტსაც გეტყვით, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა პოლიტიკაში შემოსვლის შესახებ, მართლა დაუძლეველი ერთობა შეიქმნა, როდესაც კახა კალაძე მივიდა მასთან, ძალიან ბევრი ვიყავით, ვინც გვერდით დავუდექით, მაგრამ კალაძის და ივანიშვილის ერთობა იყო ის პირველი დამრტყმელი ძალა, რომელმაც სულ სხვანაირი ძალა მისცა ქართული ოცნების მომავალ გუნდს, დღემდე რჩება ასეთ ადამიანად.

როგორი ლეგენდაც იყო ფეხბურთში, დარწმუნებული ვარ, ისეთივე კვალს დატოვებს, როგორც თბილისის მერი, იმედია, მომავალშიც...

ქართული ოცნების დეპუტატი სოზარ სუბარი TV იმედის ეთერში, კითხვაზე, იქნება თუ არა კახა კალაძე პარტიის მერობის კანდიდატი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე.

კომენტარები