არჩევნები 2021

სუბარი: კახა კალაძე იყო, არის და იქნება ჩვენი გუნდის წევრი, ძალიან მტკიცე წევრი

მერობის კანდიდატებზე არანაირ განცხადებებს ჯერჯერობით არ ვაკეთებთ, როცა დასახელების დრო დადგება, ყველა გაიგებს, წინასწარ ამას არ ვიტყვით, ბუნებრივია, მაგრამ კახა კალაძესთან დაკავშირებით ნებისმიერი სპეკულაცია მართლა სპეკულაციაა და თან სრულიად უადგილო სპეკულაცია, იმიტომ, რომ კახა კალაძე იყო, არის და იქნება ჩვენი გუნდის წევრი, ძალიან ერთგული წევრი, ძალიან მტკიცე წევრი...

ქართული ოცნების დეპუტატი სოზარ სუბარი TV იმედის ეთერში, კითხვაზე, იქნება თუ არა კახა კალაძე პარტიის მერობის კანდიდატი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე.

კომენტარები