ბერას ჩანაწერი

აბაზოვი ბერაზე: თუ ვინმე სხვანაირად თვლის, მე იმ კაცის დედა მართლა შევ...

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი ბერა ივანიშვილის მხარდასაჭერად Facebook სთორიზე მის ფოტოს აქვეყნებს. 

აბაზოვი ბერა ივანიშვილის ციტატას წერს და მას ეთანხმება. 

"თუ ვინმე დედას შემაგინებს პასუხს დღესაც მოვთხოვ" - თუ ვინმე სხვანაირად თვლის, მე იმ კაცის დედა მართლა შევ...". – წერს აბაზოვი

2018 წლის 12 ივნისს სტუდია მონიტორმა გაავრცელა ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეომასალა, რომ მარნეულის იმჟამინდელმა მერმა, თემურ აბაზოვმა მარნეულში მცხოვრებ მოქალაქეს, ელჩინ ალახვერდიევს ბოდიშის მოხდა და სახეზე შარდის წასმა აიძულა.

აბაზოვი მეორე დღეს ჯგუფურად დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლით დააკავეს. რამდენიმე თვის შემდეგ, 2018 წლის 13 დეკემბერს, მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის ნაცვლად 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

2020 წლის 12 თებერვალს კი ის რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაამართლა. გამამართლებელი განაჩენი დადგა თემურ აბაზოვთან ერთად ბრალდებული სამი პირის - პარლამენტის წევრ აზერ სულეიმანოვის, ქართული ოცნებიდან მარნეულის საკრებულოს წევრის, რამინ ალახვერდიევისა და მარნეულის მერის ნათესავის ე.გ.-ს მიმართაც.

აღსანიშნავია, რომ თემურ აბაზოვი ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი იყო. ამას მოწმობს როგორც ერთობლივი ფოტოები, ისე დოკუმენტებიც. ამასთან, სასამართლო განხილვების პროცესში ის ათლეტიზმის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტად დანიშნეს.

კომენტარები