ევროპარლამენტი

კუბილიუსი დიალოგზე: მოვუწოდებ ქართველ მეგობრებს, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვან

ძალიან რთულია საქართველოს ხილვა ამ გრძელვადიან  პოლიტიკურ კრიზისში, რადგან ეს არის დემოკრატიის კრიზისი. დემოკრატიის სიმწიფე ნიშნავს გამჭირვალე არჩევნებს, კანონის უზენაესობას, სასამართლოს მიუკერძოებლობას, დემოკრატიული ღირებულებების დაცვასა და სამართლიან საპარლამენტო პროცესებს. 

ერთი წლის წინ  ოპოზიციასა და ხელისუფლებას  მივულოცე 8 მარტის შეთანხმება, და ვიმედოვნებდი, რომ საქართველოს დემოკრატია დაუბრუნდებოდა ჩვეულ რეჟიმს, სამწუხაროდ, ერთი წლის შემდეგ საქართველო უარეს მდგომარეობაშია. მე არ ვაპირებ ურთიერთდაბრალების პოლიტიკურ თამაშში მონაწილეობას. მე მხოლოდ მოვუწოდებ ორივე მხარეს, მოიქცნენ ნამდვილი ევროპელებივით.

გამოვიყენებ მომენტს და შევაქებ შარლ მიშელს გაკეთებული საქმისთვის. ვიმედოვნებ, რომ ქართველები გაითვალისწინებენ, რომ ეს არის ევროკავშირის უმაღლესი ჩართულობა ამ კრიზისში და მოვუწოდებ ქართველ მეგობრებს, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვან...

თქვა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა.  დღეს  ევროპარლამენტის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით დებატები იმართება. დებატების საკითხი საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგში ევროპელი დეპუტატების ინიციატივით შევიდა. ძირითადი განხილვის თემაა საქართველოში ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისი.

კომენტარები