აშშ-პოლონეთი

აშშ პოლონეთისთვის ბირთვული პროექტის შეთავაზებას ამზადებს

პოლონეთის სტრატეგიული ენერგიის სახელმწიფო მდივან პიოტრ ნაიმსკის თქმით, აშშ-ს კომპანიები პოლონეთისთვის ბირთვული პროექტის შეთავაზებას ამზადებენ და ის ამერიკული მხარისგან სრულად დაფინანსდება.

პოლონეთმა და აშშ-მ 2020 წლის ოქტომბერში პოლონეთში ბირთვული ენერგიის განვითარების თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმებას ხელი სამი ზღვის ინიციატივის რიგით მეხუთე სამიტზე მოეწერა. სამიტის ფარგლებში პიოტრ ნაიმსკი აშშ-ს იმდროინდელ ენერგეტიკის მინისტრ დენ ბრუიეტს გაესაუბრა. საუბრები ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდა, რომლის მიზანი პოლონეთში საჯარო მოხმარებისთვის განკუთვნილი ბირთვული ენერგეტიკის სფეროს განვითარება არის.

ნაიმსკის თქმით, ამ ხელშეკრულებაში გათვლილია, ამერიკული მხარე როგორ მოამზადებს შეთავაზებას პოლონეთის მთავრობისთვის როგორც ინფრასტრუქტურული, ისე დაფინანსების სისტემის დეტალები. 

ასევე, აშშ 2020 წლის ივნისში პოლონეთს როგორც ბირთვული სფეროს, ისე 5G ტექნოლოგიების განვითარებას დაჰპირდა. აქამდე კი, ამავე წლის თებერვალში, პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა იაპონიასთან, აშშ-სთან და საფრანგეთთან პოლონეთში პირველი ატომური ელექტროსადგურის აშენებასთან დაკავშირებით.

კომენტარები