კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: თუ შეზღუდვების შემსუბუქება გვინდა, პირბადე უნდა ვატაროთ

იცით, რომ ჩვენ ჰელსმეტრიკის ინსტიტუტთან ერთად ვაკვირდებით პირბადის ტარების მაჩვენებელს და სამწუხაროდ, როცა ჩვენ ვიყავით 75%-ზე თითქმის ასული და შემდეგ 66-მდე ჩამოვედით და გუშინდელი მონაცემებით ეს არი 43 %, რაც ძალიან ცუდია. გთხოვთ ყველა ტელევიზიას და ყველა საინფორმაციო საშუალებებს, უმორჩილესად გთხოვთ, მაქსიმალურად დაუთმეთ დრო და ადამიანებს მიაწოდეთ, იყოს შესაბამისი გზავნილები, რომ პირბადე არის დაცვის ერთ-ერთი მთავარი საშუალება, განსაკუთრებით ახლა, როდესაც შემსუბუქების რამოდენიმე ეტაპი უკვე მოვიტოვეთ და შესაძლებელია უკვე, რომ უკვე ამ ტიპის და მასშტაბის ეპიდსიტუაცია შევინარჩუნეთ, იყოს კიდევ საუბარი გარკვეულ შემსუბუქებებზე, რომ ეს მთავარი დამცავი საშუალება, ანუ პირბადის ტარების მაჩვენებელი უნდა გავზარდოთ. თუ მონაცემები 95%-მდე ავიყვანეთ ძალიან ბევრი მონაცემი გაგვიუმჯობესდება და ნაკლები დაზიანება გვექნება...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. 

კომენტარები