კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 139 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 6 351 ტესტი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 6 351 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 139 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 129 ადამიანი.  

დადებითობის დღიური მაჩვენებელი  2.19%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.49 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.63%. 

139 ახალი შემთხვევიდან თბილისში 72 დადასტურდა, აჭარაში - 3, იმერეთში - 24, ქვემო ქართლში - 9, შიდა ქართლში - 10, გურიაში - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 9, კახეთში - 3, მცხეთა-მთიანეთში - 0, სამცხე-ჯავახეთში - 2, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 0. 

9 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 273 137  შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 267 015 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 601 კი გარდაიცვალა.  

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 2 495 აქტიური შემთხვევაა. ამ დროისთვის, 278 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მათგან თბილისში 115 მკურნალობს, აჭარაში - 27, იმერეთში - 80. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 77 პირი, მათგან თბილისში - 47, აჭარაში- 4, იმერეთში - 10.


საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა და სასტუმროების მუშაობა სამთო კურორტებზე. 

27 თებერვლიდან შაბათ-კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა. ასევე, საქართველოს რკინიგზამ განაახლა მუშაობა.   

1 მარტიდან გაიხსნა კერძო და საჯარო ბაღები, ბათუმში რესტორნებმა შიდა სივრცეებში მუშაობა განაახლეს (შაბათ კვირის გარდა) ასევე, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში გამოცდები არადისტანციურ რეჟიმში ტარდება, განახლდა კონფერენციები და ტრენინგები, მუშაობა განაახლეს ბიბლიოთეკებმა და მუზეუმებმა. ქვეყნების ჩამოანთვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ, დაემატა ქვეყნები - სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.

8 მარტიდან, მთელ საქართველოში რესტორნებს შიდა სივრცეში მუშაობის უფლება მიეცათ. შეზღუდვა შაბათ-კვირას შენარჩუნდება. ასევე, გაიხსნა საბაგიროები სამთო კურორტებზე, ხოლო სავაჭრო მოლები და ბაზრობები მუშაობას შაბათ-კვირის ჩათვლით შეძლებენ. 

კომენტარები