რუსული ოკუპაცია

სუს: ოკუპანტების მიერ ჩვენი მოქალაქის დაკავება აღვკვეთეთ, არავინ დაგვიკავებია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების მიერ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების დაკავება არ მომხდარა.

მათივე ცნობით, 7 მარტს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, სოფ. ხურვალეთის მიმდებარედ პოლიციამ აღკვეთა საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობა.

"უკანონო დაკავების აღკვეთის შემდეგ საქართველოს პოლიციამ შეაჩერა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. არსებული პრაქტიკის მიხედვით, ცხელი ხაზის დახმარებით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით განახორციელა კომუნიკაცია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან და მოხდა ვითარების განმუხტვა". – აცხადებს სუსი.


7 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შსს-მ ხურვალეთში საოკუპაციო ძალების წარმომადგენელი ორი შეიარაღებული პირი დააკავა. 

კომენტარები