კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 147 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 7 823 ტესტი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 7 823 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 147 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 193 ადამიანი.   

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.88 %-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.54%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.67%.

8 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 272 998 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 266 886 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 591 კი გარდაიცვალა.

ინფიცირების 147 ახალი შემთხვევიდან თბილისში 64 გამოვლინდა, აჭარაში - 4, იმერეთში - 27, ქვემო ქართლში - 4, შიდა ქართლში - 7, გურიაში - 10, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 9, კახეთში - 18, მცხეთა-მთიანეთში - 4, სამცხე-ჯავახეთში - 0, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 495, საიდანაც: 1 421 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 125 - კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 949 - სახლში.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 278 პირი, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 77 პაციენტი. 


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა და სასტუმროების მუშაობა სამთო კურორტებზე. 

27 თებერვლიდან შაბათ-კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა. ასევე, საქართველოს რკინიგზამ განაახლა მუშაობა.   

1 მარტიდან გაიხსნა კერძო და საჯარო ბაღები, ბათუმში რესტორნებმა შიდა სივრცეებში მუშაობა განაახლეს (შაბათ კვირის გარდა) ასევე, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში გამოცდები არადისტანციურ რეჟიმში ტარდება, განახლდა კონფერენციები და ტრენინგები, მუშაობა განაახლეს ბიბლიოთეკებმა და მუზეუმებმა. ქვეყნების ჩამოანთვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ, დაემატა ქვეყნები - სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.

8 მარტიდან, მთელ საქართველოში რესტორნებს შიდა სივრცეში მუშაობის უფლება მიეცათ. შეზღუდვა შაბათ-კვირას შენარჩუნდება. ასევე, გაიხსნა საბაგიროები სამთო კურორტებზე, ხოლო სავაჭრო მოლები და ბაზრობები მუშაობას შაბათ-კვირის ჩათვლით შეძლებენ.

კომენტარები