კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 234 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 15 919 ტესტი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 15 919 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 234 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 349 ადამიანი.   

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.47 %-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.55 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.56%.

ინფიცირების 234 ახალი შემთხვევიდან თბილისში 135 დადასტურდა, აჭარაში - 10, იმერეთში - 27, ქვემო ქართლში - 4, შიდა ქართლში - 23, გურიაში - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 12, კახეთი - 12, მცხეთა-მთიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

7 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 272 851 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 266 693 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 576 კი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ინფიცირების 2 556 აქტიური შემთხვევაა. ამ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირებული 267 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 103 მკურნალობს, აჭარაში - 26, იმერეთში - 78. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 78 ადამიანია, მათგან თბილისში - 49, აჭარაში- 3, იმერეთში - 11.


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა და სასტუმროების მუშაობა სამთო კურორტებზე. 

27 თებერვლიდან შაბათ-კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა. ასევე, საქართველოს რკინიგზამ განაახლა მუშაობა.   

1 მარტიდან გაიხსნა კერძო და საჯარო ბაღები, ბათუმში რესტორნებმა შიდა სივრცეებში მუშაობა განაახლეს (შაბათ კვირის გარდა) ასევე, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში გამოცდები არადისტანციურ რეჟიმში ტარდება. 1 მარტიდან განახლდა კონფერენციები და ტრენინგები, მუშაობა განაახლეს ბიბლიოთეკებმა და მუზეუმებმა. ქვეყნების ჩამოანთვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ, დაემატა 1ვეყნები - სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.

კომენტარები