ჩანაწერები

შეაგინე ბერას – მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება 

"შეაგინე ბერას" – 7 მარტს, 18:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია TV პირველის ეთერში გასული ჩანაწერის შემდეგ დაგეგმეს, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. 

სამოქალაქო აქტივისტებმა უკვე გამართეს აქცია ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან. "მამიკოს ბიჭი კანონის წინაშე აგებს პასუხს" – ეწერა აქტივისტები საპროტესტო ბანერებზე.

კომენტარები