კორონავირუსი საქართველოში

ქვეყნის მასშტაბით სრულ დისტანციურ სწავლებაზე 17 სკოლა და 145 ცალკეული კლასია გადასული

განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით მშობელთა თხოვნის საფუძველზე და, ასევე, კორონავირუსის დადასტურების მიზეზით, სრულ დისტანციურ სწავლებაზე 17 სკოლა და 145 ცალკეული კლასია გადასული. მათივე ცნობით, საქართველოს მასშტაბით რისკჯგუფში მყოფმა 69 მასწავლებელმა მიმართა თხოვნით სკოლის ადმინისტრაციას და დარჩა დისტანციური სწავლების ფორმატში.

კვირის სტატისტიკის თანახმად, რომელსაც უწყება ავრცელებს, მიმდინარე კვირაში, ინტენსიური მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, COVID 19 მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 0,1%-ს და მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 0,01%-ს დაუდასტურდა.

6 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 272 617 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 266 344 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 567 კი გარდაიცვალა.

დღეის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,8%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.6%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.44%.

კომენტარები