კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 355 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 19 737 ტესტი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 19 737 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 355 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 91 პაციენტი. ინფორმაცია STOPCOV.GE-ზე განახლდა.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,8%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.6%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.44%.

6 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 272 617 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 266 344 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 567 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა და სასტუმროების მუშაობა სამთო კურორტებზე. 

27 თებერვლიდან შაბათ-კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა. ასევე, საქართველოს რკინიგზამ განაახლა მუშაობა.   

1 მარტიდან გაიხსნა კერძო და საჯარო ბაღები, ბათუმში რესტორნებმა შიდა სივრცეებში მუშაობა განაახლეს (შაბათ კვირის გარდა) ასევე, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში გამოცდები არადისტანციურ რეჟიმში ტარდება. 1 მარტიდან განახლდა კონფერენციები და ტრენინგები, მუშაობა განაახლეს ბიბლიოთეკებმა და მუზეუმებმა. ქვეყნების ჩამოანთვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ, დაემატა ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.

კომენტარები