თეა წულუკიანი

თეა წულუკიანმა ხელოვნების სასახლეში შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ხელოვნების სასახლეში შეხვედრა გამართა. წულუკიანი სასახლის ხელმძღვანელობას შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო წინა წლებში იუსტიციის სამინისტროსა და ხელოვნების სასახლის ნაყოფიერ თანამშრომლობას და მუზეუმის სამომავლო გეგმებს.

"საამაყოა, რომ ქვეყანაში ამ რანგის მუზეუმი არსებობს. მომავალში მისი ხელშეწყობისთვის ყველაფერი გაკეთდება". – თქვა წულუკიანმა.

არსებული ინფორმაციით, მმართველ გუნდში თეა წულუკიანის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დანიშვნას განიხილავენ.

კომენტარები