ნავთობის ფასი

ბრენტი ნავთობის ფასი თითქმის 14-თვიან მაქსიმუმზეა

wordpress.com

5 მარტს ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 2%-ით, $68.49 დოლარამდე გაიზარდა და თითქმის 14-თვიან მაქსიმუმს მიაღწია.

ცვლილება განაპირობა OPEC-ის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც ნავთობის ექსპორტიორები აპრილში მიწოდებას არ გაზრდიან და მოთხოვნის კიდევ უფრო გამყარებას დაელოდებიან.

ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა მას შემდეგ მოიმატა, რაც OPEC+-ის წევრმა ქვეყნებმა მიწოდების შეზღუდვები აპრილის ჩათვლით გაახანგრძლივეს.

ინვესტორებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა საუდის არაბეთის გადაწყვეტილება წარმოების დღიურ 1 მილიონ ბარელამდე შეზღუდვის გახანგრძლივების თაობაზე, 

"აპრილში წარმოების შეზღუდვა არა მხოლოდ მიმდინარე წლის, არამედ 2021 და 2022 წლების მარაგების შემცირებას განაპირობებს" – აცხადებს SEB-ის ანალიტიკოსი.

საინვესტიციო ბანკის, Goldman Sachs-ის პროგნოზით, ნედლი ნავთობის ფასი 2021 წლის მეორე კვარტალში ბარელზე $75 დოლარამდე იმერყევებს, მესამე კვარტალში კი – $80-მდე. 

კომენტარები