მე-10 მოწვევის პარლამენტი

ზილფიმიანი: კარგი იქნება თუ საპატრულო მანქანებს ექნება წარწერა - Courtesy, Professionalism, Respect

ipn

 ევროპელი სოციალისტების ერთ-ერთი ლიდერი, დავით ზილფიმიანი ინიციატივით გამოდის, რომ საპატრულო პოლიციის მანქანებს დააწერონ – თავაზიანობა, პროფესიონალიზმი და პატივისცემა. თქვა მან ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ. 

"ნიუ-იორკის პატრულის დევიზი არის CPR - Courtesy, Professionalism და Respect. ეს წარწერა თუ იქნება ჩვენი საპატრულოს მანქანებზეც, კაი იქნება". - ამბობს ზილფიმიანი. 

ზილფიმიანის თქმით, ყველაზე ნაკლებად პოლიტიკური ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა იყოს, თუმცა მისივე თქმით, რადგან ოპოზიციაა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მინისტრი აუცილებლად კრიტიკის ქარცეცხლში უნდა გაატაროს. 

"მე არავითარ შემთხვევაში არ მივუდგები საკითხს ესე, რომ, რადგან ოპოზიცია ვარ, აუცილებლად კრიტიკის ქარცეცხლში უნდა იყოთ. ყველაზე ნაკლებად პოლიტიკური ორგანიზაცია თქვენ უნდა იყოთ და ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში პოლიტიკური შემადგენელი ამ ორგანიზაციას არ აქვს და, იმედი მაქვს, ჩვენთანაც ესე გაგრძელდება". - ამბობს ზილფიმიანი. 

კომენტარები