საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 22 022 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 390 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 172 ადამიანი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.77 %-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.62 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.31%.
ინფიცირების 390 ახალი შემთხვევიდან თბილისში 192 დადასტურდა, აჭარაში - 18, იმერეთში - 71, ქვემო ქართლში - 15, შიდა ქართლში - 33, გურიაში - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 12, კახეთში - 16, მცხეთა-მთიანეთში - 6, სამცხე-ჯავახეთში - 0, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 2.
5 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 272 262 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 266 253 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 563 კი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ინფიცირების 420 აქტიური შემთხვევაა. ამ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირებული 264 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 104 მკურნალობს, აჭარაში - 28, იმერეთში - 71. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 81 ადამიანია, მათგან თბილისში - 54, აჭარაში- 2, იმერეთში - 10.
21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა და სასტუმროების მუშაობა სამთო კურორტებზე.
27 თებერვლიდან შაბათ-კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა. ასევე, საქართველოს რკინიგზამ განაახლა მუშაობა.
1 მარტიდან გაიხსნა კერძო და საჯარო ბაღები, ბათუმში რესტორნებმა შიდა სივრცეებში მუშაობა განაახლეს (შაბათ კვირის გარდა) ასევე, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში გამოცდები არადისტანციურ რეჟიმში ტარდება. 1 მარტიდან განახლდა კონფერენციები და ტრენინგები, მუშაობა განაახლეს ბიბლიოთეკებმა და მუზეუმებმა. ქვეყნების ჩამოანთვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ, დაემატა 1ვეყნები - სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.