კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 133 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 10 678 ტესტი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 10 678 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 133 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 276 პაციენტი.  

133 ახალი შემთხვევიდან თბილისში 78 დადასტურდა, აჭარაში - 3, იმერეთში - 20, ქვემო ქართლში - 1, შიდა ქართლში - 8, გურიაში - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 14, კახეთში - 2, მცხეთა-მთიანეთში - 1, სამცხე-ჯავახეთში - 1, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 2. 

4 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.25 %-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.65 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.25%.

4 მარტის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 271 872 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 266 081 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 553 კი გარდაიცვალა.   

ქვეყანაში ინფიცირების 2 212 აქტიური შემთხვევაა, მათგან 249-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მძიმე პაციენტებიდან თბილიში 106 მკურნალობს, აჭარაში - 23, იმერეთში - 64. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 87 ადამიანია, მათგან თბილისში - 61, აჭარაში- 2, იმერეთში კი - 10.


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა და სასტუმროების მუშაობა სამთო კურორტებზე. 

27 თებერვლიდან შაბათ-კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა. ასევე, საქართველოს რკინიგზამ განაახლა მუშაობა.   

1 მარტიდან გაიხსნა კერძო და საჯარო ბაღები, ბათუმში რესტორნებმა შიდა სივრცეებში მუშაობა განაახლეს (შაბათ კვირის გარდა) ასევე, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში გამოცდები არადისტანციურ რეჟიმში ტარდება. 1 მარტიდან განახლდა კონფერენციები და ტრენინგები, მუშაობა განაახლეს ბიბლიოთეკებმა და მუზეუმებმა. ქვეყნების ჩამოანთვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ, დაემატა 1ვეყნები - სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.

კომენტარები