თავდასხმა ნაციონალური მოძრაობის ოფისზე

ქადაგიშვილი ენმ-ის ოფისის დარბევაზე: ნუ ვეძებთ შავ კატას შავ და ბნელ ოთახში

ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ოფისზე რაიმე სახის თავდასხმა იქნება ეს თუ სხვა, მიუღებელია. და იმავე საღამოს, როგორც კი ეს ფაქტი მოხდა, პოლიციამ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა. თავდამსხმელები დაკავებული არის, გამოძიება მიმდინარეობს და ვინც ამ საკითხში არიან დამნაშავეები ყველანი დაისჯებიან. 

ქართული ოცნების და, მითუმეტეს მმართველი პარტიის და სახელმწიფოს ინტერესებში არანაირად არ არის, აი, აბსოლიტურად არანაირად არ არის, რომელიმე პარტიის ოფისის დარბევა. ე.წ რადიკალური ოპოზიციისათვის სპეკულაციის საგანი ხდება, ამიტომ მოდით რა, ნუ ვეძებთ შავ კატას შავ და ბნელ ოთახში...

განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა. გორში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისი დააზიანეს. როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, ჩამსხვრეულია მინები, ასევე, დაზიანებულია ბანერი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის დაზიანების გამო მეოთხე ადამიანი დააკავეს. 

კომენტარები