თავდასხმა ნაციონალური მოძრაობის ოფისზე

ნაციონალური მოძრაობის ოფისის დაზიანების გამო გორში 2 ადამიანი დააკავეს

ფორმულა/კადრი ვიდეოდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის დაზიანების გამო 2 ადამიანი - 1994 წელს დაბადებული გ.კ. და 1996 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გორში პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის მინები დააზიანეს. სამართალდამცველებმა გ.კ. და გ.ბ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს". – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები