თავდასხმა ნაციონალური მოძრაობის ოფისზე

გორში ენმ-ს ოფისის დაზიანების გამო შსს-მ მესამე პირი დააკავა

ფორმულა/კადრი ვიდეოდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის დაზიანების გამო მესამე ადამიანი დააკავეს. 

დაკავებულია 1996 წელს დაბადებული თ.ა. მას ბრალი სხვისი ნივთის დაზიანებაში ედება. უწყების ცნობით, მან ენმ-ს ოფისის მინები დააზიანა. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეზე შსს-მ 2 პირი უკვე დააკავა

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები