კორონავირუსი

იაპონია ჩინეთს Covid-19-ზე ანალური ტესტირების შეწყვეტას სთხოვს

AA

იაპონია ჩინეთის მთავრობას მიმართავს თხოვნით, იაპონიის მოქალაქეების კორონავირუსზე შესამოწმებლად ანალური ტესტების გამოყენება შეწყვიტოს. 

ოფიციალურ ტოკიოში აცხადებენ, რომ პროცედურის გამო არაერთი ადამიანი "ფსიქოლოგიურ სტრესს" განიცდის.

ჩინეთმა, იანვრიდან მოყოლებული, ვიზიტორებისთვის კორონავირუსზე შემოწმება სავალდებულო გახადა. საქმე ისაა, რომ ქვეყანა ანალური ტესტირების მეთოდს იყენებს, რასაც აქამდეც მოჰყვა გამოხმაურებები. ჯერ კიდევ წინა კვირაში ჩინეთმა ოფიციალურად უარყო ბრალდება, თითქოს აშშ-ს დიპლომატებს ქვეყანაში შესვლამდე აღნიშნული ტესტირების გავლას სთხოვდნენ. 

"ჩვენმა რამდენიმე მოქალაქემ ჩინეთში იაპონიის საელჩოს მიმართა და აღნიშნა, რომ ანალური ტესტების გავლამ მათ ფსიქოლოგიური სტრესი განაცდევინა". – განაცხადა იაპონიის სამთავრობო კაბინეტის მდივანმა, კაცუნობუ კატომ. მისივე თქმით, ჩინეთისგან ჯერჯერობით ოფიციალური პასუხი არ მიუღიათ. 

როგორც ცნობილია, პროცედურის დროს 3-5 სანტიმეტრის სიგრძის ბამბის ჩხირი გამოიყენება.

კომენტარები