ნორვეგიის ნობელის კომიტეტში განაცხადეს, რომ 2021 წლის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიისთვის მიიღეს 329 ნომინაცია. აქედან 234 ადამიანია და 95 ორგანიზაცია.
ცნობილია, რომ ნომინირებულებს შორის არიან ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია და რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი.
ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ამ წელს ნობელის პრემიის ისტორიაში მესამე ყველაზე მეტი კანდიდატი ჰყავთ. რეკორდული რაოდენობა 2016 წელს იყო - 376 კანდიდატი.
"ეს ასახავს დიდ საერთაშორისო ინტერესს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიისადმი. ეს ალბათ, ასევე ასახავს უამრავ გადაუჭრელ კონფლიქტს, ომსა და ადამიანის უფლებების პრობლემებს მსოფლიოში". – განაცხადა ნორვეგიის ნობელის კომიტეტის მდივანმა, ოლავ ნოელსტადმა.
კომიტეტს ჯერჯერობით არ დაუსახელებია ნომინირებულთა ვინაობა, თუმცა მათ, ვინც კანდიდატები წარადგინეს, შეუძლიათ მათი ვინაობის გამჟღავნდება.
კანდიდატებს შორის ასევე არიან აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, მისი სიძე, ჯარედ კაშნერი და პრეზიდენტის ყოფილი ასისტენტი და საერთაშორისო მოლაპარაკებებში სპეციალური წარმომადგენელი, ავი ბერკოვიცი, ისრაელსა და რამდენიმე არაბულ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზების შეთანხმებაში შეტანილი წვლილისთვის.
ნომინირებული ორგანიზაციები მოიცავს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, საერთაშორისო ფაქტების შემმოწმებელ ქსელს, მედიის სამეთვალყურეო ორგანიზაციებს რეპორტიორების საზღვრების გარეშე და ჟურნალისტების დაცვის კომიტეტს.
ლაურეატების ვინაობა მიმდინარე წლის ოქტომბერში გამჟღავნდება.