COVID-19-ზე ვაქცინაცია

ტიკარაძე COVAX-ზე: საუბარია რეპუტაციულ რისკებზე, არ გამოვრიცხავ ჩივილსაც

მთავრობის ადმინისტრაცია

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ სამინიტრომ COVAX პლატფორმას უჩივლოს. ტიკარაძის თქმით, პლატფორმის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რეპუტაციულ რისკებს შეიცავს. 

"COVAX პლატფორმა ერთხელ უკვე მოხდა მსგავს გაუგებრობაში ბოსნიასთან მიმართებაში, რის გამოც ბოსნიამ COVAX პლატფორმას უჩივლა. 

ამ ეტაპზე, ველოდებით მათგან განმარტებებს, რომ მათ უარყონ ეს ბრალდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე, ვინაიდან, მსგავსი ნამდვილად არ ყოფილა და ამის შემდეგ განვაგრძობთ კომუნიკაციას.

გამომდინარე იქიდან, რომ აქ საუბარია რეპუტაციულ რისკებზე, ამასაც [ჩივილსაც] არ გამოვრიცხავ, ვინაიდან, ეს ყველაფერი საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ოპოზიციის მხრიდან გამოყენებულია იმის ესკალაციისთვის, რომ საქართველოში მოხდეს დიდი დაძაბულობა და ესკალაცია. ამას ჯანდაცვის სამინისტრო ნამდვილად არ დაუშვებს". – თქვა ტიკარაძემ რ2-თან საუბარში. 

პირველ მარტს IPN-მა COVAX-ის განმარტება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ თებერვალში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს. ჯანდაცვის სამინისტროში ამაზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართა და გავრცელებულ განცხადებას "ინტერპრეტაცია" უწოდეს. უწყებამ კოვაქსს "ნახევარი საათის წინ" მიმართა და განცხადების განმარტება მოსთხოვა.

კომენტარები