ოპოზიციის გეგმები

ბოკერია: ხვალ პიკეტირება იქნება, ოღონდ ფიზიკური წინააღმდეგობის და ბლოკირების გარეშე

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ხვალ, 2 მარტს, ოპოზიციის გეგმის თანახმად, პარლამენტის პიკეტირება იგეგმება, თუმცა ეს არ იქნება ფიზიკური წინააღმდეგობისა და ბლოკირების ხარჯზე. ამის შესახებ ბოკერიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"ამას მინდა ხაზი გავუსვა. არავის დაუსახია ამოცანა, რომ ვინმემ ფიზიკურად შეუშალოს ხელი, მაგრამ ეს ხმა მათ უნდა გაიგონ და ჩვენ მივდივართ ნაბიჯ-ნაბიჯ, მზარდი პროტესტით, ჩვენ გვინდა, რომ დროზე დაინახოს პოტენციალი ამ პრობლემების ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ". – ამბობს გიგა ბოკერი.

26 თებერვალს, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე მასშტაბურ აქციაზე მხარდამჭერებს ოპოზიციამ სამომავლო გეგმები გააცნო.

ოპოზიციის გეგმის მიხედვით, ისინი 2 მარტს პარლამენტის შენობის, 5 მარტს კი კანცელარიის პიკეტირებას გეგმავენ.

9 მარტს ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად აქციას გამართავს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან , 11 მარტს კი - სასამართლოს შენობასთან.

13 მარტს მასშტაბური აქცია-მსვლელობა გაიმართება პარლამენტის შენობასთან. ოპოზიციის გეგმებზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ მიმდინარე აქციაზე ისაუბრა.

კომენტარები