პოლიტპატიმრები

სამადაშვილი: მელიას, რურუას გათავისუფლება იქნებოდა მოლაპარაკებების განახლებისკენ ნაბიჯი

პოლიტპატიმრების – ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, ეს იქნება პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ მოლაპარაკებების პროცესი განახლდეს და ჩვენ მივიდეთ იმ საბოლოო მიზნამდე, რომელიც გვაქვს დასახული ქვეყანაში, რაც არის დემოკრატიული პროცესის აღდგენა და ვადამდელი არჩევნები...

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი. ოპოზიცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ხვდება. მანამდე, შარლ მიშელი ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

კომენტარები