ოქროს გლობუსი 2021

ქლოე ჟაო ისტორიაში მეორე რეჟისორი ქალია, რომელმაც ოქროს გლობუსი მიიღო

IndieWire

Nomadland-ის რეჟისორმა, ქლოე ჟაომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და ოქროს გლობუსის მფლობელი რიგით მეორე რეჟისორი ქალი გახდა.

აქამდე ოქროს გლობუსის მფლობელი ქალი რეჟისორი ბარბრა სტრეიზანდი იყო. 1983 წელს მას ჯილდო ფილმ Yentl-ისთვის გადაეცა.

Nomadland დამოუკიდებელი ფილმია, რომელიც 21-ე საუკუნის ამერიკელ მომთაბარეებზე მოგვითხრობს. სურათში მთავარ როლს ოსკაროსანი ფრენსის მაკდორმანდი ასრულებს.

ოქროს გლობუსის რიგით 78-ე დაჯილდოების ცერემონია ამ წუთებში ლოს-ანჯელესში მიმდინარეობს.

კომენტარები