ოქროს გლობუსი 2021

NOMADLAND, ჩედვიკ ბოუსმენი, ბორატი - ოქროს გლობუსის გამარჯვებულები ცნობილია

Be Funky

ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის ჯილდოს, ოქროს გლობუსის გადაცემის ცერემონია დასრულდა. კორონავირუსის პანდემიის გამო წლევანდელი დაჯილდოება ონლაინ რეჟიმში გაიმართა. ღონისძიებას კომიკოსები ემი პოლერი და ტინა ფეი უძღვებოდნენ.

საუკეთესო დრამატულ სურათად Nomadland დასახელდა, ფილმის ავტორმა კი საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში გაიმარჯვა. Nomadland პირველი ქალის მიერ გადაღებული დრამატული ფილმია, რომელმაც ოქროს გლობუსი მიიღო, ხოლო ჟაო რიგით მეორე ჯილდოს მფლობელი რეჟისორი ქალია, უკანასკნელად ამ კატეგორიაში ოქროს გლობუსი 1983 წელს ბარბრა სტრეიზანდს ფილმ Yentl-ისთვის გადაეცა.

კიდევ ერთი რეკორდი ჩედვიკ ბოუსმენმა დაამყარა. ის ჰიტ ლეჯერის შემდეგ პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც ოქროს გლობუსი გარდაცვალების შემდეგ მიიღო. ჯილდო მის ქვრივს გადაეცა. ბოუსმენი 2020 წლის აგვისტოში სიმსივნესთან ბრძოლაში დამარცხდა.

წლის კომედია Borat 2, ხოლო საუკეთესო კომედიური როლის შემსრულებელი თავად ბორატი, საშა ბარონ კოენი გახდა. 

რაც შეეხება სერიალებს, აბსოლუტური დომინანტი The Crown აღმოჩნდა. საუკეთესო დრამატული სერიალის გარდა ასოციაციამ მსახიობებიც გამოარჩია - პრინცესა დაიანას, პრინცი ჩარლზისა და მარგარეტ ტეტჩერის როლის შემსრულებლებმა ოქროს გლობუსები მიიღეს.

ნომინაციების ლიდერი და ოქროს გლობუსის ერთერთი ფავორიტი, დევიდ ფინჩერის ბიოგრაფიული დრამა Mank ჯილდოს გარეშე დარჩა.

მთავარ კატეგორიებში გამარჯვებულთა სია კი ასე გამოიყურება:

საუკეთესო დრამატული ფილმი

Nomadland

საუკეთესო კომედია

Borat 2

საუკეთესო დრამატული სერიალი

The Crown

საუკეთესო კომედიური სერიალი

Schitt's Creek

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი

Minari

საუკეთესო რეჟისორი

ქლოე ჟაო - Nomaldand

საუკეთესო დრამატული მსახიობი ქალი

ანდრა დეი - The United States vs. Billie Holiday

საუკეთესო დრამატული მსახიობი კაცი

ჩედვიკ ბოუსმენი - Ma Rainey's Black Bottom

საუკეთესო კომედიური მსახიობი ქალი

როზამუნდ პაიკი - I Care A Lot.

საუკეთესო კომედიური მსახიობი კაცი

საშა ბარონ კოენი - Borat 2

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი

ჯოდი ფოსტერი - The Mauritanian

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი კაცი

დანიელ კალუია - Judas and The Black Messiah

ქალის საუკეთესო როლი დრამატულ სერიალში

ემა კორინი - The Crown

კაცის საუკეთესო როლი დრამატულ სერიალში

ჯოშ ო'კონორი - The Crown

ქალის საუკეთესო როლი კომედიურ სერიალში

კეტრინ ო'ჰარა - Schitt's Creek

კაცის საუკეთესო როლი კომედიურ სერიალში

ჯეისონ სუდეკისი - Ted Lasso

ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი სერიალში

ჯილიან ანდერსონი - მარგარეტ ტეტჩერი

კაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი სერიალში

ჯონ ბოიეგა - Small Axe

ქალი საუკეთესო როლი მინისერიალში

ანია ტეილორ-ჯოი - Queen's Gambit

კაცის საუკეთესო როლი მინისერიალში

მარკ რაფალო - I Know This Much is True

საუკეთესო ანიმაცია

Soul

საუკეთესო სცენარი

აარონ სორკინი - The Trial of the Chicago 7

საუკეთესო სიმღერა

Io Si(Seen) - The Life Ahead

საუკეთესო მუსიკა

Soul

კომენტარები