უკრაინა-რუსეთი

ზელენსკის ადმინისტრაცია პუტინის უკრაინელ მოკავშირეზე სანქციების დაწესებას განმარტავს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრიი ერმაკი, განმარტავს თუ რატომ დაუწესა უკრაინამ მის მოქალაქეს და ამავდროულად პუტინის მოკავშირეს, ვიქტორ მედვენჩუკს, სანქციები.

20 თებერვალს სანქციები დაუწესეს პოლიტიკოსს, ბიზნესმენს, მედია მაგნატს, უკრაინის უდიდესი პრორუსული პარტიის "სიცოცხლისთვის" თანათავმჯდომარეს, ვიქტორ მედვედჩუკს, მის ცოლს, ოქსანა მარჩენკოს, ექვს პირს, რომელთა შორისაც რუსეთის მოქალაქეების არიან და 19 კომპანიას, რომლებიც მედვედჩუკთანაა დაკავშირებული. მედვენჩუკი ასევე ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირია, პუტინი მედვედჩუკის ქალიშვილის ნათლიაა.

სანქციებით მედვედუკსა და მის ცოლს სამი წლით უკრაინაში აქტივები ეყინებათ და უკრაინაში მათ ბიზნესის კეთება ეკრძალებათ. მედვედჩუკის უმეტესი აქტივი მისი ცოლის სახელზეა გაფორმებული. აღსანიშნავია, რომ უკრაინის ეროვნული უშიშროების უფროსმა, ოლექსეი დანილოვმა თქვა, რომ ისინი ეჭვმიტანილები იყვნენ უკრაინის წინააღმდეგ სახელმწიფო ტერორიზმის დაფინანსებაში. უკრაინის უშიშროების სამსახურში აღნიშნეს, რომ ისინი მონაწილეობას იღებდნენ რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ მართული აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებიდან ქვანახშირის კონტრაბანდაში. კიევში აშშ-ს საელჩომ მხარი დაუჭირა უკრაინის გადაწყვეტილებას სანქციებით დაეცვა მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. კრემლმა კი გადაწყვეტილება "ძალიან საგანგაშოდ" შეაფასა. 

"ეს ყველაფერი მისაღები შეიძლება ჩაითვალოს იმ ქვეყანაში, რომელიც არ იქნებოდა საომარ მდგომარეობაში, ან იმ ქვეყანაში, რომელიც არ იქნებოდა საფრთხილო სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში. სამწუხაროდ, დღევანდელი უკრაინა ზუსტად ამ სავალალო მდგომარეობაშია. 2014 წლის კონფლიქტის შემდეგ, მედვედჩუკი და მისი მეხუთე კოლონის საქმიანობა სამშვიდობო ძალისხმევაში ეკალივითაა". - წერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრიი ერმაკი

ანდრიი იერმაკი განმარტავს, რომ მანამ, სანამ მედვედჩუკი ღიად ხელს უშლის კიევის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის, მანამ, სანამ მას შეუძლია წაახალისოს კრემლის დღის წესრიგი და უკრაინაში დეზინფორმაცია გაავრცელოს, უკრაინა კვლავ ომში იქნება. 

მან სწორად შეაფასა ობამას ადმინისტრაციის მიერ მედვედჩუკისთვის სანქციების დადება და სამწუხარო უწოდა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, გადაწყვეტილებას, მედვედჩუკი კრემლთან არაფორმალურ მომლაპარაკებლად გამოეყენებინათ იმის მიუხედავად, რომ "იცოდნენ, მედვედჩუკი აქტიურად ცდილობდა უკრაინის დღის წესრიგისთვის ძირის გამოთხრას".

იერმაკი წერს, რომ ამჟამინდელი ადმინისტრაცია ნაბიჯებს დგამს, რათა ამ ქმედებებს ბოლო მოუღოს, რაც უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად, მოიცავს სამი მედვედჩუკთან დაკავშირებული ტელევიზიის მაუწყებლობიდან გათიშვას, რომლებიც პრორუსულ დეზინფორმაციას აშუქებდნენ.

ის ასევე წერს, რომ უკრაინა ახლა მუშაობს იმისთვის, რომ შეიქმნას სახელმწიფო დეზინფორმაციის განყოფილება, რომელიც უცხოურ დეზინფორმაციის კამპანიებს გამოავლენს და აკონტროლებს.

"ჩვენი სადაზვერვო სააგენტოები განაგრძობენ კიბერ საფრთხეების გამოვლენასა და განეიტრალებას, ხოლო ქვეყანაში რეგულარულად აკავებენ არალეგალურად მოქმედ უცხოელ აგენტებს. ჩვენ მზად ვართ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებთან და გავაერთიანოთ მცდელობები დეზინფორმაციული რისკების და სხვა ჰიბრიდული საფრთხეების მოსაშორებლად" - წერს ის.

იერმაკი ასევე წერს, რომ მათ განსაზღვრეს სამი პრიორიტეტი აშშ-უკრაინის ჩართულობისთვის.

"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ აშშ სრულიად ჩაერთოს ნორმანდიისა და მინსკის ფორმატში მოლაპარაკებების პროცესში. კოორდინირებული მიდგომა აშშ-ს, ევროკავშირსა და უკრაინას შორის შეუცვლელია." - ის ასევე აღნიშნავს აშშ-უკრაინას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაზრდის აუცილებლობას და აშშ-ს მოუწოდებს, ქვეყანას მისცეს მკაფიო სიგნალი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. და ბოლოს, იერმაკი აშშ-ს ასევე მოუწოდებს, ახალი და ყოვლისმომცველი სანქციების ამოქმედებისკენ მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება და აღმოსავლეთ უკრაინა და ყირიმი უკრაინის მიერ სრულიად კონტროლირებად არ გახდება. 

მისივე თქმით, ახალი სანქციები უნდა მოიცავდეს Nord Stream 2-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასაც, რაც უკრაინის ეკონომიკას და ევროპის ენერგოუსაფრთხოებას  საფრთხის ქვეშ აყენებს. 

"უკრაინა და აშშ ამჟამად არიან ცივილიზაციის არჩევანის წინაშე: ვართ თუ არა ჩვენ ერთად დემოკრატიის, სიმართლისა და თავისუფლების დასაცავად თუ თავს ვუხრით ავტორიტარულ ძალას, რომელიც აგრესიულად ერევა დასავლეთის საშინაო საქმეებში და სურვილისამებრ იჭრება სხვა ქვეყნებში?" - წერს ის.

კომენტარები