საპატრიარქო

ღავთაძე მეუფე სპირიდონზე: ეკლესია მტრის ხატს ქმნის, ამის შედეგია სანაიაზე თავდასხმაც

მაკო ღავთაძე
ტაბულა

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) გამგეობის წევრი, მაკო ღავთაძე, სხალთელი მთავარეპისკოპოსის, სპირიდონის (აბულაძე) 25 თებერვლის ქადაგებას ეხმიანება და ამბობს, რომ საპატრიარქო ასეთი განცხადებებით ქმნის მტრის ხატს, მათ შორის მედიისგან და სწორედ ამის შედეგია რამდენიმე დღის ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაც.

"იმის ნაცვლად, რომ ეკლესია ზუსტად ამ პოლარიზაციას უპირისპირდებოდეს და საზოგადოების კონსოლიდაციისთვის განცხადებებს აკეთებდეს, ისინი ქადაგებენ სიძულვილს და ძალადობას, ზუსტად ეს არის შედეგი, რასაც ვიმკით, რომ რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ და იძალადეს ჟურნალისტზე, ამას წინ უძღოდა არაერთი ანტისემიტური, ქსენოფობიური განცხადება და სამწუხაროა, რომ ნაცვლად იმისა, რომ საპატრიარქო ამას უპირისპირდებოდეს, ისინი მტრის ხატს ქმნიან საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა ჯგუფისგან, მათ შორის მედიისგან.

საპატრიარქოს განცხადებად შეგიძლიათ მიიღოთ მათი დუმილიც და ის განცხადებები, რომელსაც მაღალი იერარქები აკეთებენ". - ამბობს ღავთაძე ფორმულასთან საუბრისას.

მეუფე სპირიდონმა 25 თებერვლის ქადაგებაში თქვა, რომ "მთავარი არხი, TV პირველი, ფორმულა და ზოგიერთები – ეს არის სატანის მიკროფონი". 

კომენტარები