მეუფე სპირიდონი

მეუფე სპირიდონი: მთავარი არხი, TV პირველი, ფორმულა და ზოგიერთები – ეს არის სატანის მიკროფონი

საქართველოზე არის შემოტევა. საშინელი, ბოროტი, ბნელი ძალების. თქვენც ხედავთ, ახლა რა ხდება. ლანძღავენ და აგინებენ ჩვენს ეკლესიას, ჩვენს პატრიარქს აუგად იხსენიებენ. კაცმა, რომელმაც საქართველო ფეხზე წამოაყენა პირჯვრის გადაწერა ასწავლა ხალხს და დაცემული აღადგინა ღვთის მადლით და ეს ტელევიზიები, რომლებია - მთავარი არხი რომ ჰქვია, ტვ.პირველი, ფორმულა და კიდევ ზოგიერთები - ეს არის სატანის მიკროფონი. ამიტომ ვევედროთ დედა ღვთისმშობელს, მოიქცნენ ისინიც, მოტრიალდნენ. ღმერთმა მადლი მისცეთ ძალიან დიდი და სინანული მისცეთ ძალიან დიდი და უფალმა აღადგინოს დიდი ივერია. 

ამბობს სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) 25 თებერვალს, ქადაგებაზე. 

კომენტარები