კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 373 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 34 933 ტესტი

NIAID/National Institutes of Health via AP

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 34 933 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 337 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 320 ადამიანი.

373 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 177 შემთხვევა, აჭარა - 19, იმერეთი - 47, ქვემო ქართლი - 6, შიდა ქართლი - 41, გურია - 19, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 28, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების 2 396 აქტიური შემთხვევაა. 254 მძიმე პაციენტია, აქედან 98 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. 

27 თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 270 510 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 264 589 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 499 კი გარდაიცვალა. 


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

საკოორდინატო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა და სასტუმროების მუშაობა სამთო კურორტებზე. 

27 თებერვლიდან შაბათ-კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა. ასევე, საქართველოს რკინიგზამ განაახლა მუშაობა. 

კომენტარები