აშშ - უკრაინა

ჯო ბაიდენი: ყირიმს რუსეთის ნაწილად არასოდეს ვაღიარებთ

"შვიდი წლის წინ ამ დღეს, რუსეთმა საერთაშორისო სამართლის კანონები დაარღვია, ის კანონები, რომელთაც თანამედროვე სახელმწიფოები ურთიერთობისას იყენებენ. შვიდი წლის წინ ამ დღეს რუსეთმა ყირიმში შეჭრით მეზობელი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი შელახა.

შეერთებული შტატები კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე უკრაინისა და მისი მოკავშირეების, პარტნიორების გვერდით დგას. ამ გამომაფხიზლებელ დღეს, მარტივი ჭეშმარიტება უნდა გავიმეოროთ: ყირიმი უკრაინაა.

შეერთებული შტატები არც ახლა და არც არასოდეს აღიარებს ანექსირებულ ყირიმს რუსეთის ნაწილად. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას რუსეთის აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ რუსეთმა უკრაინაში განხორციელებული აგრესიისა და დამამცირებელი ქმედებებისთვის პასუხი აგოს. ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინელი ხალხის სიმამაცესა და იმედს, რომელიც ღირსების რევოლუციის დროს ვიხილეთ, როცა ტყვიებისა და მოძალადეების მიუხედავად, მაიდანზე მყოფი ადამიანები თავიანთი ქვეყნისთვის ახალ დასაწყისს ითხოვდნენ. შეერთებულ შტატებს კვლავ სჯერა უკრაინის და აგრძელებს იმ ხალხის გვერდით დგომას, რომლებიც მშვიდობიანი, დემოკრატიული და განვითარებული მომავლისკენ ილტვიან".

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის 7 წლის თავზე, აშშ-ს თეთრი სახლი პრეზიდენტის განცხადებას ავრცელებს.

კომენტარები