აშშ - უკრაინა

ტეილორი: დღეს ჰოლოდომორის დღეა, 1932-33 წლებში სტალინმა მილიონობით უკრაინელი შიმშილით მოკლა

UNIAN

უკრაინაში აშშ-ის ელჩი უილიამ ტეილორმა ჰოლოდომორის დღეს დაღუპულებს პატივი მიაგო. კიევში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ტეილორი ამბობს:

"დღეს ჩვენ ჰოლოდომორის მსხვერპლს ვიხსენებთ. 1932-33 წლებში სტალინმა და საბჭოთა რეჟიმმა მილიონობით უკრაინელი შიმშილით მოკლა. ეს ადამიანის მიზეზით გამოწვეული შიმშილი იყო, ეს ტრაგედია და დანაშაული იყო. კანონები მიიღეს, რათა მხარი დაეჭირათ ამ შიმშილისთვის. ერთი იყო მარცვლეულის ხუთი ყურის კანონი. ეს თავთავები ჩვენ დაღუპულებს გვახსენებს. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ჰოლოდომორს, ჰოლოდომორის მსხვერპლს და კაცობრიობის წინაშე დანაშაულს. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავრთ".

გასულ წელს ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც აღნიშნავს, რომ საბჭოთა დიქტატორმა, იოსებ სტალინმა 1930-იანი წლების დასაწყისში უკრაინელი ხალხის მიმართ გენოციდი მოაწყო, როცა მილიონობით ადამიანი შიმშილისგან დაიღუპა. საუბარია 1932-33 წლებზე, ჰოლოდომორზე.

უკრაინაში მასობრივი შიმშილობა, ჰოლოდომორი 1932-33 წლებში იყო, როცა საბჭოთა ხელისუფლებამ უკრაინის მოსახლეობას კოლექტივებში შესვლა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის დათმობა აიძულა. შედეგად, რამდენიმე მილიონი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები