კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 337 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 25 436 ტესტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 25 436 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 337 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 320 ადამიანი.

26 თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 270 137 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 264 047 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 485 კი გარდაიცვალა. 


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

საკოორდინატო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან აღდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა და სასტუმროების მუშაობა სამთო კურორტებზე. 

27 თებერვლიდან შაბათ-კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს. 

კომენტარები