ჰილარი კლინტონი

ჰილარი კლინტონი კანადელ მწერალთან თანაავტორობით პოლიტიკურ თრილერს გამოაქვეყნებს

ჰილარი კლინტონი
ჰილარი კლინტონი

აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი კანადელ მწერალთან, ლუიზა პენისთან თანაავტორობით მძაფრსიუჟეტიან წიგნს დაწერს. წიგნი "საერთაშორისო პოლიტიკური თრილერი" იქნება.

რომანი სახელწოდებით - State of Terror 2021 წლის 12 ოქტომბერს გამოვა. წიგნის მთავარი გმირი აშშ-ს "ახალბედა" ქალი სახელმწიფო მდივანი იქნება, რომელიც არჩევნებში გამარჯვებული თავისი ყოფილი მოწინააღმდეგის ადმინისტრაციას შეუერთდება."ტერორისტული თავდასხმების სერიას მსოფლიო ქაოსში მოჰყავს. სახელმწიფო მდივანს ევალება, შეკრიბოს გუნდი, რათა გამოააშკარაოს სასიკვდილო შეთქმულება".

ლუიზა პენისთან მუშაობის პროცესი კლინტონმა "ახდენილ ოცნებად" შეაფასა.

"ვაფასებ მის თითოეულ წიგნსა და პერსონაჟს, ისევე როგორც მასთან მეგობრობას. ახლა ჩვენი გამოცდილებების გაერთიანებით გამოვიკვლევთ დიპლომატიისა და მუხანათობის ჩახლართულ სამყაროს. ყველაფერი ის არ არის, როგორც ჩანს". – ამბობს ჰილარი კლინტონი.

ლუიზა პენი უფროსი ინსპექტორის პერსონაჟზე, არმანდ გამაშზე დაწერილი რომანების სერიითაა ცნობილი. ის და ჰილარი კლინტონი 2016 წლიდან მეგობრობენ. 

კომენტარები