ჰილარი კლინტონი

8 წლის გოგოს, რომელმაც თანაკლასელ ბიჭთან არჩევნები წააგო, კლინტონმა წერილი მისწერა

ჰილარი კლინტონი
Brendan Smialowski / AFP 2018

ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჰილარი კლინტონმა, 8 წლის სკოლის მოსწავლე გოგონას გასამხნევებელი წერილი მიწერა, რადგან მან კლასის პრეზიდენტობის არჩევნები ბიჭ თანაკლასელთან წააგო. 

კლინტონმა მართა კენედი მორალზს წერილი მას შემდეგ გაუგზავნე, როდესაც მესამე კლასელმა გოგონამ კლასის პრეზიდენტობის არჩევნები სულ რაღაც ერთი ხმით წააგო. კლინტონის პრესსპიკერმა The Washington Post-ს დაუდასტურა, რომ გამოქვეყნებული წერილი ავთენტურია. 

"მე ძალიან კარგად ვიცი, რომ საერთოდ არ არის მარტივი, ადგე და საკუთარი თავი იმ როლისთვის წარმოადგინო, რომელსაც მხოლოდ ბიჭები ირგებდნენ," - წერს კლინტონი თავის წერილში. 

სკოლის მოსწავლე გოგონა ამბობს, რომ არ იცის, საიდან გაიგო ჰილარიმ მისი არჩევნების შესახებ. 

"მამაჩემი აქტიურად პოსტავდა თავის Facebook გვერდზე ჩემი კამპანიის შესახებ და შემდეგ, ალბათ, ვიღაცამ ჰილარისაც უთხრა,"- ამბობს მართა კენედი მორალზი. 

მორალზმა არჩევნები თავის თანაკლასელ ბიჭთან ერთი ხმით წააგო და ის ვიცეპრეზიდენტად დანიშნეს მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ 6 ბიულეტენი არასწორად იყო შერჩეული. მორალზმა არჩევნები მეორედ წააგო და ამჯერად, მხოლოდ ერთი ხმით. 

"ვიცი, რომ შესაძლოა, იმედგაცრუებული იყო იმით, რომ პრეზიდენტი ვერ გახდი, მაგრამ მე ძალიან ამაყი ვარ შენით, რომ უპირველეს ყოვლისა, არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტე. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შენ იბრძოლე იმისთვის, რისიც გჯეროდა და ეს ყოველთვის ღირს. 

მომდევნო წლებში, რაც უფრო მეტს ისწავლი და მეტად გაიზრდები, არასდროს შეწყვიტო ხმა აიმაღლო იმისთვის, რაც სწორია და არასდროს შეწყვიტო შესაძლებლობების ძებნა, რათა იყო ლიდერი და იცოდე, რომ მე მხარს გიჭერ შენს მომავალ დიდ წარმატებაში," - წერს კლინტონი წერილში. 

8 წლის გოგონამ The Washington Post-ს უთხრა, რომ ძალიან გაოცებულია წერილის მიღებით კლინტონისგან, რომელიც პირველი ქალი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო აშშ-ში. 

კომენტარები