ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 443 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა – 213, აჭარაში – 15, იმერეთში – 61, ქვემო ქართლში – 12, შიდა ქართლში – 37, გურიაში – 26, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 39, კახეთში – 24, მცხეთა-მთიანეთში – 9, სამცხე-ჯავახეთში – 1, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში – 6 შემთხვევა.
ამ ეტაპზე 302 მძიმე პაციენტია, მათგან 103 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 19 051 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 443 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 461 ადამიანი.
24 თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 269 438 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან ადამიანი 263 257 გამოჯანმრთელდა, 3 463 კი გარდაიცვალა.
21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს.
1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნა. თუმცა იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები გაიხსნა, შაბათ-კვირას არ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ.
8 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, გაიხსნა ღია და დახურული ბაზრობები, თუმცა, შეზღუდვები შაბათ-კვირას არ მოხსნილა.
15 თებერვლიდან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა. ასევე, კვების ობიექტებს 15 თებერვლიდან ღია სივრცეებში სტუმრების მიღება შეუძლიათ.
კვლავ დაკეტილია ფიტნესდარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა





