ნიკა მელიას საქმე

დეკანოიძე: ხელისუფლება ენმ-ის ოფისში პროვოკაციას გეგმავს, შემოგზავნილების მეშვეობით

Khatia Dekanoidze / Facebook

ხატია დეკანოიძის განცხადებით, ენმ-ის ოფისში, სადაც სასამართლოს მიერ პატიმრობაშეფარდებული პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია რამდენიმე დღეა, იმყოფება, ხელისუფლება გეგმავს პროვოკაციას. 

"ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლება გეგმავს ენმ-ს ოფისში პროვოკაციას. გეგმავს პროვოკაციას იმისთვის, რომ ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენს ხელთაა უდიდესი მორალური უპირატესობა, რადგან ჩვენ ვართ სიმართლის მხარეს. პროვოკაცია, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, როცა აქ პოლიცია მოვიდა და შემოგზავნილი ადამიანები ჩაერთვნენ, მსგავსის მოწყობა სურთ. ამ პროვოკაციის მოწყობა ადვილია, შემოაგზავნონ ვიღაც, ატეხონ ერთი ამბავი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენონ რომელიმე პოლიციელს, ამიტომ მე ვაფრთხილებ ხელისუფლებას, რომ შეეშვან პროვოკაციის მოწყობას". – განაცხადა ხატია დეკანოიძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

ნიკა მელიას პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა, ის დაუმორჩილებლობას აცხადებს.

 

კომენტარები