200-ლარიანი დახმარება

200-ლარიანი დახმარების მისაღებად 94 700 ადამიანი დარეგისტრირდა

პირველი დეკემბრიდან მოყოლებული, 200-ლარიანი სამთავრობო კომპენსაციის მისაღებად 94 700 ადამიანი დარეგისტრირდა. 

ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 22 თებერვლის მდგომარეობით, ფინანსთა სამინისტროს ბაზაში უკვე 94 700 განაცხადია შესული. 

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, ისინი, ვინც 2020 წლის 1-ელი იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით ორი თვე მაინც მუშაობდა და სამსახური 2020 წლის დეკემბერში, 2021 წლის იანვარში ან თებერვალში დაკარგა, მთავრობისგან 6 თვის განმავლობაში, 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ. 

შემოსავლების სამსახურის მიხედვით, განაცხადების წარდგენა შესაძლებელია დისტანციურად, (1 იანვრიდან ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში), მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან.

კომენტარები