კორონავირუსი საქართველოში

ვინ მიიღებს 6 თვის მანძილზე მთავრობისგან 200-ლარიან დახმარებას - მაჭავარიანის განმარტება

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, ისინი, ვინც 2020 წლის 1-ელი იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, ორი თვე მაინც მუშაობდა და სამსახური 2020 წლის დეკემბერში, 2021 წლის იანვარში ან თებერვალში დაკარგა, მთავრობისგან 6 თვის განმავლობაში, 200-ლარიან დახმარებას მიიღებს. 

"მსგავსი პაკეტი იყო გაზაფხულზე. იგივე პაკეტი გაგრძელდება 1-ელი დეკემბრიდან, 6 თვის განმავლობაში და მოიცავს ყველა იმ ადამიანს, ვინც 2020 წლის 1-ელი იანვრიდან 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით 2 თვე მაინც მუშაობდა -  ეს უნდა გამოჩნდეს იმ ანგარიშში, რომელსაც დამსაქმებლები წარადგენენ ხოლმე შემოსავლების სამსახურში. ასევე არის მეორე პირობა, რომ, თუ მან დაკარგა სამსახური 2020 წლის დეკემბერში ან 2021 წლის იანვარში ან თებერვალში, 6 თვის განმავლობაში მიიღებს 1200 ლარს. ყოველთვიურად 200-ლარიანი დახმარების პაკეტს". - ამბობს მაჭავარიანი. 

კომენტარები