სამთავრობო ცვლილებები

ღარიბაშვილი ელისაშვილს: როდის დაინახეთ, რომ მე ოპოზიციას ვებრძვი?

მე არ ვებრძვი ოპოზიციას და გამოდით ამ ნაცმოძრაობის კომპლექსიდან. ვიცი, რომ ხართ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ამიტომ ზიხართ პარლამენტში. მე ოპოზიციას კი არ ვებრძვი, მე ვებრძვი იმ ადამიანებს, ვინც უზარმაზარი ზიანი, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეს ჩვენ სახელმწიფოს — ვინც ტერიტორიები დაგვაკარგვინა, ვინც გაყიდა ჩვენი ისტორიული მიწები, ვინც ასიათასობით პატივი, ღირსება, ნამუსი აყარა, გაასამართლა, ვინც ბიზნესები დაანგრია, ვინც აწამა, დატანჯა ჩვენი მოსახლეობა. აი, ამ ხალს ვებრძვი და მე რიგითი პოლიტიკოსი და მოქალაქე ყველაფერს გავაკეთებ, რომ არცერთი ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ჩვენი ქვეყნის მტრები ვერასდროს ვეღარ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ამაშია განსხვავება, თქვენ თუ ამას ვერ ხედავთ, არ ვიცი რაზე გესაუბროთ.

 როდის დაინახეთ, რომ მე ოპოზიციას ვებრძვი? ასეთი განზოგადებული კითხვა, საიდან მოგდით ეს აზრი, თქვენ აყოლილი ხარ ნაცმოძრაობის ნარატივს. უნდა დავაზუსტოთ, რომ მე არავის ვებრძვი, მე ვებრძვი ჩვენი ქვეყნის მტრებს, როგორც შიდას, ისე გარეს...

უპასუხა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ერთ-ერთ კითხვას, რომელიც ოპოზიციასთან დაპირისპირებას შეეხებოდა.

"სანამ თქვენ ასე დაჟინებით ბრძოლაში ხართ [ოპოზიციასთან], ამასობაში ეს ქვეყანა ნადგურდება". – უთხრა კითხვის დასმის დროს ელისაშვილმა ღარიბაშვილს.

კომენტარები