ჩვენი შეთავაზება არის ისევ ძალაში, თუმცა ერთი პირობით და იმ დათქმით, რომ ჩვენ არ დაველაპარაკებით რადიკალურ ადამიანებს, პოლიტიკოსებს, რომლებსაც მხოლოდ საკუთარი ეგოისტური დღის წესრიგი აქვთ და რომლებიც ითხოვენ, აბსოლუტურად უარგუმენტოდ, რიგგარეშე არჩევნებს. დანარჩენი არის შესაძლებელი, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, კიდევ ერთხელ მინდა, ამ ტრიბუნიდან დავადასტურო აღნიშნული მზაობა. დანარჩენი, რა თქმა უნდა, ჩვენზე არის დამოკიდებული. ჩვენზე არის დამოკიდებული მეგობრებო, როგორ წარვმართავთ, როგორ განვავითარებთ და როგორ გამოვიყვანთ ქვეყანას ამ მდგომარეობიდან...
ირაკლი ღარიბაშვილი
ღარიბაშვილი: არ დაველაპარაკებით რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს
tbl.ge/5fkb
დაკოპირდა

ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფრაქცია ქართული ოცნების სხდომაზე ისაუბრა.
ამავე თემაზე
- ომბუდსმენის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ღარიბაშვილს ციხე არ დაუტოვებია – პენიტენციური
- ღარიბაშვილს ოჯახის წევრის დაბადების დღეზე ციხე არ დაუტოვებია - პენიტენციური
- "აღიარონ, რომ სიუჟეტი იყო ცილისმწამებლური" – ღარიბაშვილის ოჯახი TV პირველს უჩივის
- ღარიბაშვილის მამის "მრავალმილიონიანი ბიზნესსაქმიანობა"
- ღარიბაშვილი: მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ აქვს მრავალმილიონიანი ბიზნესსაქმიანობა




