მე-10 მოწვევის პარლამენტი

ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზიანზე: ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ ჩვენს მომავალს

ჩვენ მილიარდ 300 მილიონი ლარი უკვე მივმართეთ მოქალაქეთა მხარდაჭერაზე, რაც ამ ეტაპისთვის იყო შესაძლებელი. ის ახალი ხედვა, რომლის განხილვასაც დავიწყებ მე ჩვენს მთავრობასთან და ეკონომიკურ გუნდთან, დაფარავს ასეთ საკითხებს და მე ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ ჩვენს მომავალს. 

ჩვენმა ეკონომიკამ 2020-21 წლებში უკვე 8.5 მილიარდი ლარი დაკარგა, ეს დანაკარგი, რა თქმა უნდა, ჩვენს ბიუჯეტზე აისახა, თითქმის 2 მილიარდი ლარი დააკლდა ბიუჯეტის შემოსავლებს,  მიუხედავად ამისა, განხორციელდა როგორც ბიზნესის, ასევე მოქალაქეების მხარდაჭერის პაკეტები, ჩვენ ამ პაკეტებზე მუშაობას კიდევ უფრო  დავხვეწთ და ახალ ინიციატივებს წარმოგიდგენთ...

პრემიერმინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი ფრაქცია ქართული ოცნების სხდომაზე.

კომენტარები