ხანძარი

საგანგებო: ხუდადოვზე კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავდა 2 მოქალაქე

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხუდადოვის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. 

უწყების ინფორმაციით, ხანძარი გაჩენილი იყო ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე და იყო ცეცხლის გავრცელების საშიშროება. მათივე ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს, უსაფრთხოების მიზნით საცხოვრებელი სახლებიდან მოსახლეობის ნაწილის გამოყვანა.

"ხანძრის შედეგად ორი მოქალაქე მსუბუქად დაშავდა. მათ აღენიშნებათ მცირე დამწვრობა და ჭრილობა ხელზე. დაშავებულებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ადგილზე აღმოუჩინა პირველადი დახმარება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება".- აღნიშნულია განცხადებაში. 

ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. 

კომენტარები