კორონავირუსის ვაქცინა

ავსტრალიის პრემიერმინისტრმა Covid-19-ის ვაქცინა გაიკეთა, ქვეყანაში ვაქცინაცია იწყება

ავსტრალიის პრემიერმინისტრმა, სკოტ მორისონმა, კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა. 22 თებერვალს ქვეყანა ვაქცინაციას ოფიციალურად იწყებს. 

21 თებერვალს ვაქცინა მორისონთან ერთად მედიცინის მუშაკების მცირე ნაწილსაც გაუკეთეს. 

ელიან, რომ მომავალ კვირას, სულ მცირე, 60 000 ადამიანს აცრიან. 

"ხვალ ჩვენი ვაქცინაციის პროგრამა იწყება... ეს უსაფრთხოა, მნიშვნელოვანია და ვაქცინაცია უნდა დავიწყოთ მათი აცრით, ვინც ყველაზე მოწყვლადია და წინა ხაზზეა". –თქვა სკოტ მორისონმა.

ქვეყანაში პირველად 85 წლის ჯეინ მელისიეიკი აცრეს. 

ავსტრალიაში ვაქცინაციის პირველ ეტაპზე Pfizer-ის ვაქცინებს იყენებენ. 

ავსტრალიის მედიცინის მარეგულირებელში, კვირის დასაწყისში, განაცხადეს, რომ AstraZeneca-ს და Oxford University-ის ვაქცინაც დაამტკიცეს. ელიან, რომ ამ ვაქცინას ავსტრალიაში მომავალ თვეს შეიტანენ. 

ავსტრალია გეგმავს, რომ მარტამდე 4 მილიონი ადამიანი აცრას. 

ავსტრალიაში ინფიცირების 28 920 შემთხვევა დადასტურდა და ვირუსით 909 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები