კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: იმედი მაქვს, მარტის პირველ ორ კვირაში ქვეყანა ვაქცინაციას დაიწყებს

AstraZeneca-ს რამდენიმე დიდი მწარმოებლისთვის აქვს ლიცენზია მიცემული. ეს არის სამხრეთ კორეის ერთ-ერთი დიდი კომპანია, ასევე, ყველაზე დიდი მწარმოებელი ვაქცინის სერომის ინსტიტუტი და მათთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. უკვე კონტრაქტი ფორმდება AstraZeneca-ს ლიცენზირებული ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით. ეს სამი, რაც დაგისახელეთ, კონკრეტული გადაწყვეტილი მიღების გზებია, რომელსაც ქვეყანა, დიდი ალბათობით, მიიღებს. შესაძლებელია, იყოს ეს თებერვლის ბოლო დღეები, მარტის 10 რიცხვამდე. ყოველ შემთხვევაში, დიდი იმედი მაქვს, რომ სადღაც მარტის პირველ ორ კვირაში ვაქცინაციას ქვეყანა დაიწყებს.

გარდა ამისა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროკავშირის რიგ ქვეყნებთან დათმობებთან დაკავშირებით. ასევე, სხვა მწარმოებლებთან, რომლებიც მაის-ივნისში უკვე გამოჩნდებიან ბაზარზე, ჯანმო-ს მიერ ავტორიზაციის პროცესი როცა დასრულდება. Pfizer და AstraZeneca ჯანმო-ს მიერ ავტორიზებულია. ამიტომ ჩვენი ქვეყნის მარეგულირებელი ადვილად მისცემს დასტურს ქვეყანაში გამოყენებაზე. პარალელურად, მომზადების რეჟიმი მიმდინარეობს...

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

კომენტარები