აშშ-ბელარუსი

აშშ-მ ბელარუსის დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის დამატებითი სანქციები გააფართოვა

საპროტესტო მარში მინსკში, 2020 წლის აგვისტო
AP 

აშშ-მ ბელარუსის დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის დამატებით 43 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

სანქცირებულებს შორის არიან მოსამართლეები, პროკურორები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების დაპატიმრებაში, სამართალდამცავები, რომლებმაც მშვიდობიანი მომიტინგეები დაიჭირეს და მათზე იძალადეს, აკადემიური წრის ხელმძღვანელები, რომლებიც სტუდენტებს ემუქრებოდნენ მონაწილეობა არ მიეღოთ აქციებში. 

სანქციებით მათ სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ და აშშ-ში შესვლა აეკრძალათ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის, თქმით, აშშ შეშფოთებულია ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მომიტინგეების, აქტივისტების, ჟურნალისტების დარბევით. 

"ჩვენ ბელარუსის მამაც ხალხთან ერთად ვდგავართ და მხარს ვუჭერთ მათ უფლებას - ჰქონდეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები". – წერს ის.  

18 თებერვალს ბელარუსის აქციების გაშუქებისთვის Belsat-ის ორ ჟურნალისტს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები იმართება. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

თავდაპირველად, 2 ოქტომბერს აშშ-მ ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრს, იური კარაევს და შვიდ სხვა მაღალი რანგის პირს სანქციები დაუწესა. 23 დეკემბერს აშშ-მ ბელარუსისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა.

ბელარუსის ხელისუფლების წევრებს სანქციები უკვე დაუწესეს ევროკავშირმადიდმა ბრიტანეთმაკანადამშვეიცარიამ და ბალტიის ქვეყნებმა. 21 ნოემბერს შვიდი ქვეყანა, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ არიან, ბელარუსისთვის დაწესებულ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა. ეს ქვეყნებია უკრაინა, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ისლანდია, ლიხტენშტაინი და ნორვეგია.

კომენტარები