სამთავრობო ცვლილებები

სუბარი ღარიბაშვილზე: მისმა კანდიდატურამ აღფრთოვანება გამოიწვია, ერთ-ერთი მთავარი ბურჯი იყო

ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩვენი პარტიის დამფუძნებელი პირველი წუთიდან, როცა დაიწყო ქართული ოცნების ფორმირება და ჩამოყალიბება, ის იყო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ბურჯი, მთავარი თანამებრძოლი ჩვენი. მის სახელს უკავშირდება ყველაზე დიდი რამ, ალბათ, რაც მომხდარა ბოლო პერიოდში ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს არის ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან და თავდაცვის მინისტრად ყოფნის პერიოდში, მან ეს ხაზი გააგრძელა უკვე ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებით.

ასე რომ, ის არის ძალიან გამოცდილი ადამიანი, ძალიან გამოცდილი გუნდის წევრი და უნდა გითხრათ, რომ [მისმა კანდიდატურამ] საოცარი აღფრთოვანება გამოიწვია ჩვენი გუნდის ძველ და ერთგულ წევრებში, ისევე როგორც აბსოლუტური ერთსულოვანი იყო მხარდაჭერა უმრავლესობის წევრებისგან.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, სოზარ სუბარმა, მისივე პარტიის მიერ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარდგენის შეფასებისას.

კომენტარები