სამთავრობო ცვლილებები

პრემიერმინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება

ირაკლი ღარიბაშვილი
იმედი

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებიდან, რომ ის თანამდებობას ტოვებს, რამდენიმე საათში ქართული ოცნების გუნდმა უმრავლესობის სხდომა გამართა. სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პარტიამ პრემიერმინისტრობის კანდიდატი წარადგინა. 

კანდიდატი თავდაცვის მინისტრი და ყოფილი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იქნება. 

ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობას ბიძინა ივანიშვილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, 2013 წლიდან 2015 წლის დეკემბრამდე ხელმძღვანელობდა. 

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია თანამდებობიდან 18 თებერვალს, დილით გადადგა გადადგა. როგორც მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით მან მმართველ გუნდთან ერთობლივ აზრს ვერ მიაღწია. გახარიას თქმით, ასეთი ღონისძიება მხოლოდ მაშინ უნდა ჩატარდეს, როდესაც ესკალაციის არანაირი რისკი არ იარსებებს. 

მთელი ღამის განმავლობაში ოპოზიციური პარტიების ლიდერები და აქტივისტები ენმ-ს ოფისში იყვნენ შეკრებილები, რათა, როგორც თავად ამბობდნენ, აღსრულების სამსახურის მოსვლის შემთხვევაში, ფიზიკურად დაეცვათ ენმ-ს თავმჯდომარე. 

ნიკა მელიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა

კომენტარები